Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი (ვორდის ფაილით) უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე stiphumanities@tsu.ge ა.წ. 4 მაისიდან 10 მაისის 23:59 საათის ჩათვლით

                        

განაცხადთან ერთად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობა

2. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ამონაწერი არ გამოგზავნოთ)

3. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).

 

პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ერთი პდფ ფაილით უნდა იყოს წარმოდგენილი, ყოველი აქტივობა წარმოადგინეთ ცალ-ცალკე ფაილად (გაითვალისწინეთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტია კონფერენციის პროგრამა. მისი წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ სერთიფიკატით, აქტივობა ვერ შეფასდება. თუ გაქვთ პროგრამაც და სერთიფიკატიც, ორივე ერთ ფაილში გააერთიანეთ). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ პდფ ფაილის მწარმოებელი პროგრამა, სურათები გადაუღეთ და ინტერნეტში (მაგ. საიტზე: https://jpg2pdf.com/) გადაიყვანეთ და გააერთიანეთ პდფ-ში.

 

განაცხადის ფორმა (ვორდის ფაილი ჩამოტვირთეთ)

განაცხადის გაგზავნიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე მიიღებთ წერილობით დასტურს დოკუმენტაციის წარმატებით გაგზავნის შესახებ.

პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 14 00 74; 598 75 99 46.

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

პირადობის მოწმობისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!

პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება 12 მაისს. აპელაციების შემოტანა იგივე ელფოსტაზე შესაძლებელია 13 მაისის 14:00 საათამდე.